ჩვენ შესახებ

კომპანია „VALLKO MOTORS & MACHINERY SOLUTION“ წარმოადგენს მულტიბრენდულ და მულტისერვისულ კომპანიას, რომელიც კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს სთავაზობს სატვირთო-სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და სპეც-ტექნიკის ავტომობილებს, ავტოპროდუქტებსა და ავტოტექმომსახურების ფართო ასორტიმენტს. საქართველოში ახორციელებს ARMATRAC – ის და AGROCOSAN-ის წარმომადგენლობას და მათი მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას. ასევე კომპანია სპეციალური დაკვეთის შესაბამისად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის დიზელ-გენერატორებისა, ტუმბოების, აგრეგატების და ავტონაწილების იმპორტს საქართველოში.

კომპანია მუდმივად ზრუნავს ცოდნაზე დაფუძნებული სერვისების განვითარებასა და დახვეწაზე. კომპანიის თანამშრომლები მუდმივად ორიენტირებულნი არიან ქვეყანაში შემოტანონ და დანერგონ ტექნიკის ბოლო მიღწევები და სიახლეები. კომპანიის წარმომადგენლები რეგულარულად სწავლობენ მსოფლიოს ბაზარზე არსებული მწარმოებლების და მათი პროდუქციის სიახლეებს, რეგულარულად ესწრებიან ავტოინდუსტრიაში გამართულ მსოფლიო დონის გამოფენებსა და ღონისძიებებს.